მთავარი სიახლეები

ლუის დე ლა ფუენტე: მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ

ლუის დე ლა ფუენტე: მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ

06.27.2024 / 16:06

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ საქართველოსთან თამაშის დროს მის გუნდს ძალების განსაკუთრებული მობილიზება მოუწევს.

„საქართველოს ნაკრებს უდიდეს პატივს ვცემთ და მეტოქეს სათანადოდ ვაფასებთ. ქართველებს სერიოზული პროგრესი აქვთ და მათთან გამარჯვებისთვის ძალების მაქსიმალური მობილიზება მოგვიწევს. ისინი განსაკუთრებით სახიფათოები კონტრშეტევების დროს არიან, ამიტომ ნახევარდაცვაში კომბინირებისას უდიდესი ყურადღების გამოჩენა იქნება საჭირო“, - ამბობს ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.


მსგავსი სიახლეები