მთავარი სიახლეები

სუპერმარკეტში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

სუპერმარკეტში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

06.22.2024 / 13:06

არკანზასის შტატის პოლიციის ცნობით ქალაქ ფორდაისში, სუპერმარკეტში სროლის შედეგად, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 დაშავდა, მათ შორის 2 პოლიციელი.

„სამწუხაროდ, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 11 უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეს ესროლეს და მათგან სამი გარდაიცვალა. სროლის შედეგად 2 სამართალდამცველი დაშავდა. დაკავებულია ეჭვმიტანილი, რომელიც სროლის შედეგად დაშავდა“, - აცხადებს არკანზასის შტატის პოლიციის დირექტორი, მაიკ ჰაგარმი.


მსგავსი სიახლეები